Tuesday, August 30, 2011

პროექტი

1. პროექტის სახელწოდება: თიხა და თიხის ნაკეთობები სვანეთში.
2. პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით: მოსწავლეები იკვლევენ თიხის წარმოშობის ისტორიას, მის თავისებურებებს და გამოყენებას მრავალმხრივი დანიშნულებით.
3. პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები გაეცნობიან იმ ადგილს, სადაც მოიპოვება თიხა. იკვლევენ თიხის გამოყენების ისტორიას. შეისწავლიან იმ ეპოქას, როცა იყენებდნენ თიხის ჭურჭელს. მოიძიებენ ინფორმაციას გათხრების შედეგად აღმოჩენილი თიხის ნაკეთობების. გაავლებენ პარალელს უძველეს და თანამედროვე ნაკეთობებს შორის, რა ცვლილება განიცადა თიხის დამუშავებამ უძველესი დროიდან დღემდე.
4. პროექტის მიზნები: მოსწავლეები შეისწავლიან თიხის სხვადასხვა ნაკეთობებს: ჭურჭელს, სამკაულებს, სუვენირებს. დაამუშავებენ თიხას და მისგან შექმნიან სხვადასხვა დიზაინისა და დანიშნულების ნივთებს.
5. მონაწილეთა ასაკი: 13-17წწ.
6. ვადები/ხანგრძლივობა: 2-3 თვე.
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: შექმნიან ფოტო ალბომს, ვიდეო მასალას, მოაწყობენ ნამუშევრების გამოფენებს.
8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ციფრული ფოტოაპარატი, ვიდეო, ინტერნეტი, სახელმძღვანელო, ტრანსპორტი.
9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
1. შესწავლა იმ ადგილების სადაც მოიპოვება თიხა.
2. შეხვედრა და ინფორმაციის მოპოვება იმ ადამიანებისაგან, ვინც თიხაზე მუშაობენ.
3. ექსკურსიების მოწყობა იმ ადგილებში, სადაც თიხა მოიპოვება და სურათების გადაღება.
4. შეგროვებული მასალის საფუძველზე აკეთებენ პრეზენტაციას და დისკუსიას.
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ხელოვნება, კერამიკა, ხატვა, ისტორია, მათემატიკა. კვლევა-ძიების უნარის განვითარება, ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება, ი.ს.ტ-ის საშუალებების გამოყენება.
11. პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი):დალი გურჩიანი.
12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:daligurchiani@gmail.com
13. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: